საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა შეასრულა

საქართველოსა და შვეიცარიას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება მეორე ბრიტანულმა ავიაკომპანიამ, "იზიჯეტმა" დაიწყო.

"იზიჯეტი" საქართველოს დედაქალაქს გაერთიანებულ სამეფოს, შვეიცარიასა და იტალიას დააკავშირებს.

ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ფრენა ცოტა ხნის წინ, ჟენევიდან შეასრულა. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.