საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

sapatriarqo

საქართველოს საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა სქიმმონოზონი მართა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) დედა.

იგი დასვენებულია ურბნისში, წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში.
დაკრძალვა შედგება სამშაბათს, 4 თებერვალს,14:00 საათზე, მონასტრის ეზოში.

ვუსამძიმრებთ მეუფე იობს და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დედა მართას ხსოვნა და შევთხოვთ უფალს აცხონოს მისი სული“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.