ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდეა... - კანონი, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა
1761082146
საქართველოს საპატრიარქო ფეისბუქ-გვერდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სამძიმრის ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოულოდნელად გარდაიცვალა საპატრიარქოს რადიოს გამორჩეული თანამშრომელი.
„მწუხარებით ვიუწყებით, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა საპატრიარქოს რადიოს გამორჩეული თანამშრომელი, პატრიოტი, თავისი საქმისათვის თავდადებული, უბრალო და გულწრფელი პიროვნება, დიმიტრი ფანცულაია.
სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ღმერთმა აცხონოს და ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.
დიმიტრი დასვენებულია სიონის საპატრიარქო ტაძარში.
გამოსვენება შაბათს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე სიონის ტაძრიდან“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.