„ბიზნესმენი მანქანაში ჩაცხრილეს, 20 ტყვია მოხვდა...“ - „ტიკილას“ მკვლელობის საქმე
1745700265
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"ვრცელდება ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის, ვინმე გიორგი გულიაშვილის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ხან „ნეკრესის არქიმანდრიტს“, ხანაც „მიტროპოლიტს“ უწოდებს, აგრეთვე იგი სისტემატურად აღასრულებს სხვადასხვა საეკლესიო მსახურებას.
აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია.მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური. ამგვარად, მის მიერ ჩატარებული "მსახურება", საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკური არ არის და ის ხელახლა უნდა შესრულდეს. აღნიშნული პიროვნება აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი" - ნათქვამია ინფორმაციაში.