ვინ არის 22 წლის ქართველი, რომელსაც აშშ-ის პოლიცია ეძებს - ახალი დეტალები
1767983540
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო და სახალხო დამცველის აპარატისა და უფლებადამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის მოსაზრებების მნიშვნელობას კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რასაც სახალხო დამცველი თავის რეკომენდაციებსა თუ ანგარიშებში ხშირად ეყრდნობა.
თანამშრომლობის გაღრმავების და „ვენეციის პრინციპების“ პოპულარიზაციის მიზნით, სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1767985230
10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1767986351