პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრეზიდენტს სურდა, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო სამუშაო პროცესის ნაწილი და მან ისაუბრა მის გეგმაზე, ხედვაზე ამ გრძელვადიან ეროვნული თანხმობის პროცესში, როგორ ხედავს შემდეგ ეტაპებს. უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, სადაც უბრალოდ იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ. რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი და რთული პროცესი, რადგან მოიცავს, პირველ რიგში, ფაქტების და მოვლენების შეფასებას, დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან დამთავრებული დღევანდელ დღემდე და ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თემები და მოვლენები რომ გახდეს ამ შეფასების პროცესის ნაწილი",- ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მეორე ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ამ პროცესში საზოგადოებისგან, რადგან საზოგადოებისგან იყოს მხარდაჭერილი პროცესი და მას ამის სურვილი აქვს.
უახლოეს დღეებში გამოგვიგზავნის საკითხებს, შემდგომ ალბათ, იქნება თემატური ჯგუფები და ამ ჯგუფებში იქნება სამუშაო პროცესი და საბოლოოდ დავინახავთ უკვე რა თემის პრიორიტეტიზაცია მოხდება. ეს ჯგუფები არ იქნება პარტიული ნიშნით იქნება თემატურად, ჯგუფებს ეყოლება მოდერატორები. დღეს და აი, ამ წუთას არსებული უმწვავესი საკითხები მოგვარდეს დღესვე, ამ ილუზიის შექმნა არ არის სწორი. ამ მოლოდინის შექმნა არ იქნება სწორი, რასაც მან ხაზი გაუსვა და თქვა. ამას აქვს უფრო გრძელვადიანი მიზანი, პირველ რიგში ფაქტების შეფასება და გამოსავლის ძიება, თუმცა ასევე, თქვა მან, რომ არ არის გამორიცხული ასევე შუალედში კონკრეტული საკითხებიც დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში. დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არ გვისაუბრია“, - განაცხადა ბესელიამ.