1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები, საბავშვო კლუბ „Happy me“-ს ესტუმრნენ და საქართველოში დროებით მცხოვრები უკრაინელი ბავშვები და მათი მშობლები მოინახულეს.
საქართველოს პროკურატურის სახელით, უწყების წარმომადგენლებმა, უკრაინელ ოჯახებს, სხვადასხვა დასახელების საჭირო პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.
საბავშვო კლუბში რეგისტრირებულია 70-მდე ბავშვი და მათი მშობელი, რომლებიც აღნიშნულ კლუბში სხვადასხვა აქტივობებში არიან ჩართული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ოჯახებისთვის, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.