1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის, ძალადობისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს გამოვლენილი დანაშაულის ფარგლებში, ბრალდება კიდევ ერთ პირს - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის დასაწყისში, ბრალდებულები დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. 9 თებერვალს დანაშაულში მონაწილე პირებმა ეს უკანასკნელი ჩასვეს ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, რა დროსაც სცემეს და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის პირველი (პრიმა) ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო ერთ პირს - 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლენილი დანაშაულის შედეგად, ბრალდება წარედგინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირს საქართველოს სსკ-ის 273-ე (პრიმა) მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა", - ნათქვამია განცხადებაში.