გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს მორიგი საქველმოქმედო ღონისძიებით ესტუმრნენ და ცენტრი საჭირო ინვენტარით უზრუნველყვეს. პროკურატურის თანამშრომლების სახელით ძეგვის სარეაბილიტაციო ცენტრს გამათბობლები გადაეცა.
ცენტრის დირექტორმა, ნანა გოგოჭურმა პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას აქტიურად ატარებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.