გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
მთავარი საკითხი, რაც ჩვენ შარშან არჩევნების შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, მისი მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირ-ის დასკვნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას წინასწარ ჰქონდა გაცხადებული, რომ ეს იქნებოდა მათი მთავარი სახელმძღვანელო არჩევნებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვნახეთ მკაფიო შეფასება, მათ შორის მისიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდა შემდეგ ჩვეულებრივი ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, გარედან ორკესტრირებული. დღეს კიდევ ერთხელ კარგად ჩანს დეზინფორმაციის მთელი ნაკადი ქართული არჩევნების, ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენ ერთადერთი რამ გვაქვს სათქმელი, მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-მ ოდირ-თან ერთად მოახერხოს ის, რომ მას პატივს სცემდეს სხვა ქვეყნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.