პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
არის გონიერი ადამიანი, სუფთა ადამიანი, აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს , - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ მთელ პლანეტაზე ძალიან დიდი ღელვა სუფევს, საქართველოში სტაბილურობის განცდა აქვს ადამიანს და უსაფრთხოების გრძნობა უფრო მეტია.
„როდესაც პირველად შევხვდით, კარგად ვისაუბრეთ და ძალიან კარგი სულიერი კავშირი დავამყარეთ. ჩვენ დრო და დრო ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე და მეც მიხარია რომ ვსაუბრობთ. შევხვდით მთავრობის სასახლეში, ძალიან გამიხარდა. შემდეგ მე და ჩემი დელეგაცია სადილზე დაგვპატიჟა, იმიტომ რომ ისევ უცხოეთში გაემგზავრება და სხვა შესაძლებლობა აღარ გვექნებოდა.
ძალიან კარგად და ბევრი ვილაპარაკეთ. პირადადაც, ერთი ერთზე ვისაუბრეთ. არის გონიერი ადამიანი, სუფთა ადამიანი, აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს და მიუხედავად იმისა რომ მთელ პლანეტაზე ძალიან დიდი ღელვა სუფევს საქართველოში სტაბილურობის გრძნობა აქვს ადამიანს. შემიძლია ვთქვა რომ უსაფრთხოების გრძნობა საქართველოში უფრო მეტია, საბერძნეთშიც არ გვაქვს ასეთი შეგრძნება. მადლობა გადავუხადე მე ამის გამო, ასეთი ბრძნული მართვისთვის. და ვუსურვე რომ ღმერთის დახმარებითა და განათლებით ასე გააგრძელოს ქვეყნის მართვა. დავპატიჟე ვატოპედის მონასტერში, არ ვიცი იცით თუ არა რომ მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს განსაკუთრებული შეხვედრა აქვთ ათონზე, ბიზანტიური ტრადიციებით და ძალიან გაგვიხარდება თუ ბატონ ირაკლისაც მოვუწყობთ, ასეთ შეხვედრას. ვლოცულობთ მისთვის, პატრიარქსაც უყვარს პრემიერი. ეკლესია ზოგადად მისით კმაყოფილია. ეს არის ძალიან დადებითი ფაქტორი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა