1790539005
საქართველოს ორგზის ჩემპიონი ტრაგიკულად დაიღუპა - ავარიას დავით რობანიშვილი ემსხვერპლა
საქართველოს ორგზის ჩემპიონი მოტოსპორტში და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ავტობანზე მოხდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობების მიხედვით, რობანიშვილი რუსთავში, ავტოდრომზე მიემართებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა.
დავით რობანიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მოტოსპორტის სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან.








