1795798903
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მსოფლიო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე მონაწილე იმერეთის გუნდებს შეხვდა
მსოფლიო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე საჩხერისა და სამტრედიის ახალგაზრდა სპორტსმენები იასპარეზებენ.
გუნდები საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრებიან. მათ შესაბამისი ეკიპირებაც გადაეცათ.
მსოფლიო სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2–8 დეკემბერს ბრაზილიაში გაიმართება. იმერეთს მძლეოსნობაში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის საჯარო სკოლის ვაჟთა და სამტრედიის №11 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები წარმოადგენენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიადაზე იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის გუნდი ერთდროულად იასპარეზებს.














