პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქსტატმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე;
4.2 საათს - კულტურულ, დასვენების, სპორტულ და მასმედიასთან დაკავშირებულ აქტივობებზე;
2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე;
2.1 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ საოჯახო მომსახურებაზე;
1.4 საათს - სოციალიზაციაზე, კომუნიკაციაზე, სათემო და რელიგიურ აქტივობებში მონაწილეობაზე;
0.9 საათს - საკუთარი საბოლოო მოხმარებისთვის პროდუქციის წარმოებაზე;
0.6 საათს - შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებაზე;
0.3 საათს - სწავლაზე;
ხოლო 0.1 საათს - სტაჟირებაზე, მოხალისეობრივ და სხვა სახის აუნაზღაურებელ შრომაზე.
გამოკვლევისათვის, ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 3 680 შინამეურნეობა შეირჩა. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღეს 15 წლისა და უფროსი ასაკის პირებმა, რომლებიც დროის გამოყენების დღიურებში 10 წუთიანი ინტერვალით აღწერდნენ მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს წინასწარ დადგენილი სრული ორი დღისთვის.