რას ამოჰყავს სული ჯოჯოხეთიდან - ნახეთ, რა წერია მამა გაბრიელის ქადაგებაში
1787776522
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ინსპექტირების სამსახურის ახალი ბრენდირებული ავტომობილები, თანამედროვე სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატები, ინდივიდუალური ეკიპირება და საველე ინვენტარი, რომლებიც თანამშრომლებს ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება.
ღონისძიება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ზურაბ ეზუგბაია, სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, სემეკის, დონორი ორგანიზაციისა და „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები.