საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს

ბასილი დიდი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთასა და ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„14 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას დღესასწაულობს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს და მიანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა.

წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. ახალ აღთქმაში იგი ნათლობის საიდუმლომ შეცვალა.

დღესვე ეკლესია წმიდა ბასილი დიდს იხსენიებს. ბასილი კესარიელი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი, მწერალი.

ქრისტიანული ეკლესიის დიდი მამათაგანია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოღვაწედ ითვლება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულებს გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, მშვიდობას, ერთობას, წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია მილოცვაში.