ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მისივე სურვილის გათვალისწინებით, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას უამრავი ადამიანი ესწრებოდა.
გავიხსენოთ, რომ თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალულია საქართველოს 8 კათოლიკოს-პატრიარქი: კირიონ II, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკ III, ეფრემ II და დავით V.
თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველ დღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.