„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
1769717347
ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა," უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოხატვის მიზნით, ფიზიკური პირებისგან მიღებულ ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით უსასყიდლოდ გააგზავნის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აგრძელებს უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას და „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნაც ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება.
ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მიზნით, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ „საქართველოს ფოსტის“ ყველა სერვისცენტრს მთელი საქართველოს მასშტაბით.
„პსჟ“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
1769717347
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1769779267