„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
18 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას დღეს 41 წელი შეუსრულდებოდა.
მისი ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ ქვემო ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.
მათ ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირებმა კი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.