„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
ავიაკომპანია Condor-ის თვითმფრინავს, Boeing 757-300-ს, რომელიც კორფუდან დიუსელდორფში მიფრინავდა, ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავის მარჯვენა ძრავიდან ცეცხლის ალი გამოდის.
მედიის ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი აფრენიდან მალევე გაუჩნდა.
ბორტზე 273 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრები იხსენებენ აფეთქებებს, ცეცხლსა და ელექტროენერგიის გათიშვას: "მე უკვე გავაგზავნე გამოსამშვიდობებელი შეტყობინებები, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა", - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
პილოტმა თვითმფრინავის დაშვება იტალიის ქალაქ ბრინდიზიში მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.