1734778532
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება ასეთი მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რასაც საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჰქვია - ირაკლი ქარქაშაძე
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ხდება ასეთი მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რასაც საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჰქვია, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ „დღის ქრონიკაში“.
„დღეს არსებული 2,5 კმ-იანი ასაფრენი ზოლი ჩანაცვლდება და ნულიდან აშენდება, 3, 5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდი, იქნება სამგზავრო თუ სატვირთო, მივიღოთ და მოვემსახუროთ შეზღუდვების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ამ სიგრძის ასაფრენი ზოლის დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარებას. ასევე, სამომავლოდ, დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებებიდაემატოს“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.