საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქარელში სასათბურე მეურნეობა გაშენდა

saq

21 ივნისი, 2022- საქართველოს ბანკი განაგრძობს აგროსექტორის მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით ქარელში 2 სათბური მოეწყო. მცირე მეწარმეს ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტონამდე ბოსტნეული მოყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. 1 ჰა-ზე გაშენებული ორი სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის დახმარებით ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ.  მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ასეთი ფინანსური ინსტიტუტი და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვითარდეთ. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ რეგიონი“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ზაზა იკოშვილმა.

„ჩვენ მუდმივად მხად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ამჯერად ქარელში კიდევ ერთი, რიგით მესამე სათბური გაკეთდება სულ მალე. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და მომავალშიც განვაგრძობთ აგრო სექტორის მხარდაჭერას“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

"საქართველოს ბანკის“ შესახებ: საქართველოს ბანკიქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 37.0%), სესხებისა (საბაზრო წილი 36.0%) და კლიენტთადეპოზიტების (საბაზრო წილი 37.8%) მიხედვით (2022 წლის31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნულიბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციისთანახმად). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობსკორპორატიული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციებისმართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკიემსახურებოდა 1.5 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს211 სერვისცენტრის, 990 ბანკომატისა და 3,122 გადახდისაპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრულიინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge http://www.bog.ge/