როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წვიმა

21 ივნისს ქუთაისში +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +29, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორშიც ნალექიანი ამინდია, +30 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. იწვიმებს.

გუდაურში იწვიმებს. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსია მოსალოდნელი, იწვიმებს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.