პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტი განხორციელდა. 12 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მარკეტოლოგები.
სტუმრებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელი 40-მდე კომპანიის ღვინოები დააგემოვნეს. ვიზიტს ორგანიზება გაუკეთა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ Colangelo&Partners.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.
ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.