პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ძლიერმა შტორმმა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ტერიტორიები დააზარალა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.
დაღუპულთა უმეტესობა ხეების წაქცევას ემსხვერპლა. ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა იტალიაში, ავსტრიაში და საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე.
კორსიკაზე, სადაც ქარის სიჩქარემ 224 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულზე 6 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგონა დაიღუპა. ამასთან, დაშავებულია ათობით ადამიანი.
ავსტრიაში კარინთიის ტბის მახლობლად ხის წაქცევას ორი გოგონა ემსხვერპლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა კიდევ სამი გარდაცვლილის შესახებ, რომლებიც მოგლეჯილ ხეს ქვემო ავსტრიის პროვინციაში ემსხვერპლნენ.
ამასთან, იტალიაში, ტოსკანის რეგიონში ქალი და მამაკაცი დაიღუპა.