1745094115
საქართველო-რუსეთის საზღვარი დროებით დაკეტილია

ზვავსაშიშროების მაღალი დონის გამო, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა რუსეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით მიმავალ გზაზე - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ტერიტორიაზე აკრძალულია მანქანების გადაადგილება. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური-კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუჩერებლად განხორციელდება.
ავტორი: სოფა აბაშიძე