პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მონაზონი ანა (სურგულაძე) გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
„გარდაიცვალა მონაზონი ანა (სურგულაძე). იგი გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან სამთავროს დედათა მონასტრის მორჩილი იყო, 2001 წლის აპრილში კი მონაზვნად აღიკვეცა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დედა ანა უკანასკნელ წლებში შინ მონასტრული ტიპიკონის დაცვით ცხოვრობდა.
პანაშვიდი: აფხაზეთის ქუჩა 74, დაკრძალვა: სამშაბათს, 2022 წლის 28 ივნისს თბილისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან (ვორონცოვზე). მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ ანას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი ანა, “- აღნიშნულია ინფორმაციაში.