„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ლევან ბერძენიშვილი საკუთარი განცხადების გამო ატეხილ ამბავს ეხმაურება და დამატებით განმარტებას აკეთებს.
„რა დავაშავე მე ბოლოს და ბოლოს? მე ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამ არის, რომ მეფესაც არ აქვს მისი ჩაბარების უფლება. ეს მე ვთქვი? ლევან ბერძენიშვილმა? ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმაც“,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, მწერალმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე დღის წინ მეფე ერეკლე II მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და მის მიერ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარებას მოღალატეობრივი უწოდა.
„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა, იტყვის: "ომი გინდათ"? ერეკლემაც ეგ თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება?" - განაცხადა მანამდე ბერძენიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019