როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველო-სომხეთის მატჩზე
1742654675
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ფრაქციის „ქართული ოცნება“
თავმჯდომარის მოადგილეები ირმა ზავრადაშვილი, რიმა ბერიძე და გრეტა წიწავა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი ალადაშვილი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის შვილებს“ ეწვივნენ.
ამ დღის აღსანიშნავად, ცენტრში, კამპანიის დახურვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა
მიხეილ სარჯველაძემ.
„ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს მშვენიერი ადამიანები, ასეთი თბილები, ჭკვიანები, ნიჭიერები არსებობენ ჩვენს ირგვლივ და მათ სჭირდებათ ყურადღება და მეტი სითბო. აქ, დიდი მხიარულებაა, ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად. მადლობა უნდა ვუთხრათ პედაგოგებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ ხალხისათვის მეტი ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ღონისძიებაზე, ორგანიზაციის ბენეფიციარი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით და მოწვეული სტუმრების ჩართულობით, სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობები გაიმართა.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
სოლიდარობის კამპანია, რომელიც დღევანდელი ღონისძიებით დასრულდა, მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინკლუზიის, თანასწორობისა და მხარდაჭერის გზავნილის გავრცელებას.