1759659123
ისრაელის პრემიერმა არ გამორიცხა, რომ "ჰამასმა" მძევლების გათავისუფლებაზე უარი თქვას

ღაზას სექტორში "ცაჰალი" სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დარტყმებს 65 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 150-ზე მეტი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ღაზაში ომის დასრულების საკითხზე, ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან წარმატებული მოლაპარაკებები აწარმოა. დონალდ ტრამპი სრულ განადგურებას დაჰპირდა "ჰამასს" იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტული ორგანიზაცია ღაზაზე კონტროლს არ დათმობს და შეთავაზებული ზავის პირობებს არ მიიღებს.
ისრაელის პრემიერმა არ გამორიცხა, რომ "ჰამასმა" უარი თქვას მძევლების გათავისუფლებაზე - ასეთ შემთხვევაში კი, ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ მოქმედებას განაგრძობს.