გამნაღმველმა ცუგამ ტრადიციული სამოსი მოირგო

სამოსი

ცნობილმა უკრაინელმა გამნაღმველმა ცუგამ, პატრონმა ჯავშან- ჟილეტის ნაცვლად ტრადიციული, ნაქარგიანი სამოსი მოირგო. მის სურათებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

„სხვათა შორის, დღეს განაღმვითი სამუშაო არავის გაუუქმებია - ვეძებთ, ვმუშაობთ გამარჯვებისთვის!“, -  აცხადებს უკრაინის საგანგებო სამსახური.

ცნობისთვის, დღეს უკრაინა ვიშვივანკას  დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული სამოსი მოირგო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ.