ძალიან გავრცელდა სახიფათო თამაში... - ფსიქოლოგი მშობლებს აფრთხილებს
1744794773
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი გზის ნაწილია აღბეჭდილი.
ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ რეალურად გზა არ ჩანგრეულა. დაწყებულია ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია, გაჩნდა ბზარები და გავრცელებულ ფოტოზეც, ამ სამუშაოების პროცესში დაზიანებული ნაწილია აღბეჭდილი.
როგორც მერიაში განმარტავენ, დედაქალაქის მთავრობამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გზის გამაგრების მიზნით, აღნიშნულ სავალ ზოლში საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდებოდა, ხოლო ფოტოზე ასახული პროცესი მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში განვითარდა.
"გზა არ ჩანგრეულა. გუშინ გავავრცელეთ განცხადება, რომ უნდა დაგვეწყო სამუშაოები, გაჩნდა ნაპრალი გზის პირზე, რაც იყო ნაპირსამაგრი კედლის მოშლით გამოწვეული და დავიწყეთ სამუშაოები. ჯერ უნდა გაკეთდეს ნაპირი. ნაპირსამაგრი სამუშაო მიდის, რაც გასწორდება. სამუშაოები ძირითადად ღამით ხორციელდება", - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში.