„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ასტროლოგი, რამაზ გიგაური საზოგადოებას რჩევას აძლევს, როგორ უნდა დაძლიონ ტკივილი.
„როცა გტკივათ, ნუ წარმოიდგენთ თავს მსხვერპლად. ტკივილი - ეს არის საგზაო ნიშანი, რომელიც მიმართულებას გითითებთ.
ყველა ექიმი გვასწავლის, რომ სანამ გამაყუჩებელს დავლევთ, უნდა გავარკვიოთ ეს რისი ტკივილია, რას „გვასწავლის“ ეს ტკივილი, რა არის მისი მიზეზი და ეს მიზეზი მოვაგვაროთ.
ნუ გაურბიხართ ტკივილებს და ნუ ცდილობთ მომენტალურად „გამაყუჩებლის დალევას“. მერე „რეზისტენტული“ გახდებით და ვეღარ „გაგიყუჩებთ“ რაიმე მოქმედება დღეს, როგორც გუშინ „გიყუჩებდათ“.
შეისწავლეთ ტკივილის მიზეზი. ნუ მრისხანებთ და ნუ სწუხართ.
ეს ტკივილი თქვენთან მოვიდა არა შემთხვევით და ის თქვენგან ჯანსაღ პოზიციას და სწორ გადაწყვეტილებას ითხოვს.
შეიყვარეთ თქვენი თავი ამ ტკივილებში და გახადეთ ტკივილები მასწავლებლები.
P.S. კითხვაზე, „ნეკა თითი მაგიდის ფეხს რომ ვძეძგვე, ეგ რას მასწავლის?“ წინასწარ გიპასუხებთ: ნუღარ ივლით ფეხების ქნევით და საერთოდ, ჩაიცვით რბილი ჩუსტები. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ სახლში შიშველი ფეხებით ნუ დატანტალებთ. ინდოეთში კი არ ხართ!“,- წერს რამაზ გიგაური.