„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
მომღერალი და ტელეწამყვანი ზურა ხაჩიძე დედის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ამოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დღეს დედაჩემის გარდაცვალების დღეა! ღმერთმა მოიხსენოს სასუფეველსა თვისა შენი სული! ამინ! მენატრები.. ღამე ზუგდიდში ვიყავი, კონცერტი მქონდა და გვიან ჩამოვედი, დილით ხათუნა მაღვიძებს და რა ძლიერია, დამაწყნარა, დამამშვიდა, გამოიფხიზლე, რაღაცა მოხდაო, მეუბნება ლალი აღარ არისო... ვერ ვხვდებოდი, რატო?!ეგ დილა არ დამვიწყდება... სანამ დედები ცოცხლები გყავთ, გაუფრთხილდით, მოეფერეთ, ხელზე ეამბორეთ და კურთხევა აიღეთ! მერე გვიან იქნება... 17 წელი გავიდა...“, - წერს ხაჩიძე.