„სამწუხაროდ ყველა ჩემი პროგნოზი ახდა, ადამიანებმა ფული დაკარგეს...“ - ოთო აბესაძე

ოთო აბესაძე

ეკონომიკის ლექტორი, პროფესორი, ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„სამწუხაროდ ყველა ჩემი პროგნოზი ახდა (stepen, tesla media, lyst) ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდა როგორც ვწერდი.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ქილიკი“ ასეთ დროს. ადამიანებმა დაკარგეს ფული.

არაუშავს. მოდი ასე შევხედოთ, თქვენ ვინც ფული დაკარგეთ ჩათვალეთ „500 დოლარის ისწავლეთ“ მომავალში სანამ დააპირებთ მსგავს ინვესტიციას, ყოველთვის მიმართეთ თქვენს გარშემო მყოფ ფინანსისტებს ან მომწერეთ ნებისმიერ დროს.

არასოდეს დაგზარდებით გონივრული რჩევისთვის. ახლა უბრალოდ მარტივად შეხედეთ ამ „მიღებულ განათლებას“ და გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება“, – წერს აბესაძე.