„სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მას ვკარგავდი...“ - ანა კოშაძე დედაზე

ანა კოშაძე დედაზე

ტელეწამყვანი და მოდელი ანა კოშაძე „რუსთავი 2“-ის რუბრიკის „დედას“ სტუმარი იყო. როგორც ანა კოშაძემ აღნიშნა, დედა მძიმე სენს ებრძოდა და როდესაც ის გარდაიცვალა, ანა 28 წლის იყო.

ტელეწამყვანმა დედასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ, ემოციურ ეპიზოდებზე ისაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემს გვერდით აღარ არის, ახლაც არის ჩემი მოტივაცია, ძალა და მხარდაჭერა. როცა ძალიან მიჭირს, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება.

ხშირად მეუბნებოდა, რომ გარეგნობას არ აქვს ფასი, თუ ადამიანი არ იქნება შინაარსიანი და საინტერესო, სულ მიმეორებდა: უნდა იყო საინტერესო, უნდა განვითარდე. „დროს კარგავ“ – მუდმივად ამას მიმეორებდა..

ყველაზე მაგარი დედა იმიტომ იყო, რომ ყოველთვის მელაპარაკებოდა, ნებისმიერ აკრძალვასაც ახსნა-განმარტებას მოაყოლებდა ხოლმე.

ერთი მომენტი ძალიან მტკივნეულად მახსოვს, სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მე მას ვკარგავდი…

მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე“, – აღნიშნავს ანა კოშაძე.

ასევე წაიკითხეთ:

"გამეყინა გული, წახვედი შენს ანგელოზ ძმასთან..." - ტრაგიკულად დაღუპულ 19 წლის ბიჭს გლოვობენ

კაცი, რომელმაც უნივერსიტეტი 95 წლის ასაკში დაამთავრა, სწავლის გაგრძელებას გეგმავს

ქეთი ასათიანი იუბილარია - ნახეთ როგორ მიულოცა ლიზამ იუბილე დედას

ქეთი ხატიაშვილმა ბავშვის სქესი გაამხილა