ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1745776837
საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხები 4 წლის ნაცვლად, მაქსიმუმ 3 წლის ვადით გაიცემა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილებას სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის იღებენ.
„სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისათვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრეტიდება, რომელმაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას“, - თქვა გვენეტაძემ.
მისი განმარტებით, მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ვადის 3 წლამდე შემცირება.
გვენეტაძე ამბობს, რომ ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან, 1 წლის ვადით შევა.
ფილიპინებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1745776837
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232