სამხედრო პოლიციამ ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა

იო

სამხედრო პოლიციამ ბოლნისში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორია უკვე დატოვეს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ, მტკიცებულებების შესაგროვებლად, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, რამდენიმე ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. გამოძიების ფარგლებში, ამოღებულია მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, გამოიკითხნენ მოწმეები. დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა.

მანამდე, უწყებამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული.

სუ-25, სოფელ დისველთან, ორი დღის წინ ჩამოვარდა. დაუღუპა პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი. გამოძიება "სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე" მიმდინარეობს.