ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან რვა წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის პატივსაცემად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი რევაზ მწითური, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათ არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„რვა წლის წინ, 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.