უბადლო ქალბატონი, მასწავლებელზე ბევრად მეტი... - მოსწავლეები დამსახურებულ მასწავლებელს ემშვიდობებიან

გიორგაძე

სოციალურ ქსელში  პედაგოგის გერმანული ენის ფილოლოგის, ქართულ-გერმანული სახლის დამფუძნებლის იზოლდა გორგაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. იგი წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა.

„როგორ მეწყინა..მართლაც ადამიანობის და მასწავლებლის ეტალონი. ყველა მოსწავლეს ერთნაირად გვიყვარდა. რამდენი საუკეთესო ბავშვობის წლები ასოცირდება თქვენთან იზო მას. ძალიან მენანებით. უფალს ებარებოდეთ. უბადლო ქალბატონი, მასწავლებელზე ბევრად მეტი, ნათელში ყოფილიყოს მისი კეთილი სული. თბილი სიმშვიდე მის სულს. რამდენ ახალგაზრდას გაუკვალა გზა.",- ასე ეთხოვებიან მასწავლებელს სოციალურ ქსელში ყოფილი მოსწავლეები.