ირანი ამერიკის სამხედრო ალყაშია - მსოფლიო ყურადღების ცენტრში თეირანი და ვაშინგტონია

ირანი

მიზანი გასწორებულია, სამიზნე დასახელებული - ირანი ამერიკის სამხედრო ალყაშია. ამერიკული არმადა უკვე წითელ ზღვაში იმყოფება და მზად არის საომარი მოქმედებების დასაწყებად ირანის წინააღმდეგ. გადაიზრდება თუ არა სიტყვიერი სამხედრო დაპირისპირებაში და ვინ გაისვრის პირველი - მსოფლიო ყურადღების ცენტრში თეირანი და ვაშინგტონია.

შეთანხმების გაფორმება - წინადადების ავტორი დონალდ ტრამპია, ადრესატი კი ირანი, თუმცა დიპლომატიური ძალისხმევას ამ ეტაპზე შედეგი არ აქვს. მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ომისა და მშვიდობის შანსებს 50/50-ზე აფასებენ.

ამ ფონზე, ვრცელდება თეთრი სახლის სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც შტატების 47-ე პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ ჯერ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას, შემდეგ კი მასშტაბური ოპერაციის დაწყებას განიხილავს.