ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
პედიატრი, სალომე ახვლედიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ისეთ შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როდესაც სამი წლის ბავშვმა ეგრეთ წოდებული „კუსოჩკა“ გადაყლაპა.
ექიმის თქმით, ნივთის ამოღება უმტკივნეულოდ მოხერხდა და მცირეწლოვანს ზიანი არ მიუღია:
„ერთხელ ჩვენთან სამი წლის ბავშვი შემოიყვანეს რომელმაც „კუსოჩკა“ გადაყლაპა.
ჩვენს წინაშე დადგა კითხვა, როგორ ამოვიღოთ ეს ნივთი ისე, რომ საყლაპავის მილი და კუჭი არ დავაზიანოთ. გადავწყვიტეთ ენდოსკოპიურად ამოგვეღო.
ენდოსკოპის დაკეცილი ბოლო გავუყარეთ ამ პატარა ხვრელში, გავხსენით, დავაფიქსირეთ და ნელ-ნელა ამოვიღეთ.
ამ პროცედურის დროს ბავშვს არანაირი ზიანი არ მიუღია და ჩემი აზრით ეს სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის დამსახურება იყო…“, – ამბობს პედიატრი სალომე ახვლედიანი.