1792094214
სამი ნიშანი, რომ ოჯახში ყველაფერი კარგად არაა - დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განმარტება
როგორ უნდა მივხვდეთ, ჩვენს ოჯახში არის თუ არა ბოროტების კვალი - ამის შესახებ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი საუბრობს.
„როდესაც ოჯახში არის გამუდმებით ჩხუბი, ყვირილი, აყალმაყალი და აურზაური ეს არის პირველი ნიშანი, რომ ამ ოჯახში მთლად ვერ არის ყველაფერი კარგად.
მეორე, მკაფიო და აშკარა ნიშანი, ეს გახლავთ, როდესაც ოჯახში არის გამუდმებული შიში, დეპრესია, პესიმიზმი, როდესაც ყოველთვის არის წუწუნი და არიან ადამიანები იმედგაცრუებულები და იმედდაკარგულები.
მესამე ნიშანი გახლავთ, როდესაც ოჯახში არ ისმის ლოცვის ხმა - იქ, სადაც არ ლოცულობენ, ყველაზე „კარგი“ ადგილი არის ბოროტების დასავანებლად. ამიტომ, შეწყვიტეთ ოჯახში ჩხუბი, ყვირილი, ბილწსიტყვაობა, წყევლა და განკითხვა, ილოცეთ, რომ ჩვენში ხვალინდელი დღის რწმენა ჩაისახოს, უფლის იმედი და სიყვარული, რომ ჩვენს ოჯახებში აღარ იყოს ბოროტების კვალი. სადაც არ არის უფალი, იქ არის ეშმაკი. და სადაც უფალი სუფევს, იქ ბოროტებას არაფერი ესაქმება“, - განმარტა მოძღვარმა.








