სამგორში, სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დამწვარი დახვდა

დამწვარი სახლი

სამგორში სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დამწვარი დახვდა. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ცეცხლის გაჩენის დროს ოჯახი ქალაქგარეთ იმყოფებოდა. ცეცხლი მეზობელმა შენიშნა და სამაშველო სამსახურს აცნობა. მეხანძრეებმა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს. მეზობლების ჰყვებიან, რომ ხანძრამდე რამდენიმე დღის წინ ქურდობის სავარაუდო მცდელობაც იყო. მათი ინფორმაციით, სახლის კარი გატეხეს, თუმცა ნივთების გატანა ვერ მოასწრეს, რადგან ადგილობრივების ხმაურზე სავარაუდო დამნაშავეები მიიმალნენ.

თვითმხილველი "კურიერს" უყვება, რომ შესაძლოა, ბოლო სამ დღეში მომხდარ ორ შემთხვევას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს.

ამ ვერსიას არც დაზარალებული გამორიცხავს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა. კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, ხანძარი ელექტროენერგიის გაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს. თუ ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტი დადასტურდება, სავარაუდო დამნაშავეს 3 წლამდე პატიმრობა ელოდება.