სამართალდამცველები ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებლის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას

დაიტოვე

სამართალდამცველები ფონიჭალაში, ჯგუფ "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. მანამდე, ქრისტინე ბოტკოველი ილია ღლონტის სახლთან მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.

ქრისტინე ბოტკოველის თქმით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში მის აქტიურობას უკავშირდება.

"მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება უნდათ. საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ და ალბათ ვეჩხირები თვალებში ვიღაცეებს," - აცხადებს ქრისტინე ბოტკოველი.

ცნობისთვის, ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.