ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755023010
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა განიხილეს, თურქეთისა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური და გლობალური საკითხები.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ თურქეთის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრას.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინის გარეშე ნებისმიერი მოლაპარაკება მდგრად მშვიდობას ვერ მოიტანს. ერთნაირად გვესმის ყველა რისკი და საფრთხე“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერი ფორმატის შეხვედრისთვის, რათა შეწყდეს მკვლელობები და დასრულდეს ომი.
როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საუბარი უკრაინული მხარის მოთხოვნით შედგა.
ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პროგრესი ღირებული იყო თურქეთისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი რაუნდები მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც ხანგრძლივი მშვიდობისკენ იქნება მიმართული.
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755023010
წყალი დილამდე შეწყდება - ნახეთ, მისამართები
1755022275