„საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ოდესღაც ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს“ - ნინო ბერიძისა და ნიკა ქაცარიძის სიყვარულის ამბავი

ნინო ბერიძე

მსახიობ ნიკა ქაცარიძის მეუღლე, ნინო ბერიძე მათი გაცნობის დღეს იხსენებს. 

შენობა, სადაც ნიკა ცხოვრობდა, ისტორიული ძეგლია. არქიტექტურული პროექტი შეტანილი ჰქონდა, მე საპროექტო კომპანიაში ვმუშაობდი. კონსულტაციის მიზნით, მომმართა. შემდეგ სოციალურ ქსელში დამიმატა და უკვე იქიდან დაიწყო ჩვენი მიწერ-მოწერა. როგორც სჩვეოდა, იუმორით და ხუმრობით ამიყოლია ლაპარაკში. მომწერა, ალექსანდროვის ბაღში ვზივარ, თუ მოხვალ გამიხარდებაო. მეც დავთანხმდი, სამსახურიდან გამოვალ-თქო. დამხვდა, სკამზე იჯდა... ძალიან უყვარდა ამ ბაღში სეირნობა. 

საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ოდესღაც ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ამის იმედით, მერე ალბათ ცხოვრების გაგრძელება ადვილია. ამბობენ ხოლმე, დრო გავა და ყველაფერი გაივლისო, ეს ასე არ ხდება. დრო გადის და უფრო რთულია ამასთან შეგუება, უფრო მეტად გტკივა... 

ძალიან მიყვარს და ყოველთვის ჩემს გულში იქნება ის... ყოველთვის მეყვარება.“ - ამბობს ნინო ბერიძე „შუადღეში“.

ცნობისთვის, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს გარდაიცვალა.