„საკმაოდ ჭკვიანი ხარ...“ - ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, 16 წლის ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს.

„იცი, რა? თუმცა სიტყვები ზედმეტია დე, რადგან საკმაოდ ჭკვიანი ხარ და თუ ამ ყველაფერს კითხულობ, ზუსტად ვიცი, რაც ხდება შენში... რასაც არავის დაანახვებ. სხვისთვის უხილავი ჩემთვის იმაზე ნათელი და ხილულია, ვიდრე გგონია. ჩემო სიამაყე, მე მჯერა შენი,“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა. მისი კვალი ბათუმში, ხიდთან ქრება. ამ დრომდე, ოჯახი მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.