„რუსთავი2-ის“ გენერალურ დირექტორად ნინო შუბლაძე დაინიშნა

ნინო შუბლაძე

დღეიდან „რუსთავი 2-ს“ ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. მედიაჰოლდინგის გენერალურ დირექტორად საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო შუბლაძე დაინიშნა, ბაკურ ბაკურაძე კი სამხატვრო ხელმძღვანელი იქნება.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენს კოლეგასთან და არხის მთავარ სახესთან, რომელთან ერთადაც თითოეული ჩვენგანი უკვე ათეული წლებია მუშაობს, „რუსთავი 2“ კიდევ უფრო წარმატებული და რეიტინგული გახდება. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ნინო შუბლაძეს. უფრო ვრცლად კი არხის ახალი დირექტორის გეგმებზე დეტალურად უახლოეს მომავალში მოგიყვებით“, - განაცხადეს „კურიერის“ წამყვანებმა.