სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს

sms შეტყობინება

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის შეხსენებას ეხება.

შეტყობინებაში მითითებულია ანგარიშის ნომერი და გადახდის ბმული.

გთხოვთ, მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღების შემთხვევაში არ შეასრულოთ მითითებული ინსტრუქცია, არ გააზიაროთ პერსონალური ან საბანკო მონაცემები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, მიმართოთ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცხელ ხაზს: 032 236 55 01“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.